მეცხრე დღის რეფლექსია
კურსის მეშვეობით მიღებული ახალი ცოდნიდან სწავლის პროცესზე დიდ გავლენას იქონიებს პროექტზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის გამოყენება, რადგანაც ეს მეთოდი პირდაპირ მოსწავლეებს განუვითარებს ოცდამეერთე საუკუნის უნარ-ჩვევებს , რაც დაეხმარებათ საკუთარი ცოდნის რეალიზებაში და თვითმოტივაციის ამაღლებაში.
განვიხილეთ პრეზენტაციის სახეობები , წარმოვადგინეთ ჩვენი პრეზენტაციები და მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები , რაც დაგვეხმარა საკუთარი თავი წარმოგვედგინა მოსწავლის როლში .
პროექტზე დაფუძნებული სწავლების მეთოდისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ხელს შეუწყობს მასწავლებელს საინტერესო, ხარისხიანი გაკვეთილის წარმართვაში, რაც კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვას .
No comments:
Post a Comment