Saturday, July 11, 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია
მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით. მოვამზადე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, გავაანალიზე თუ რა სიძნელეებს შეიძლება  წააწყდეს მოსწავლე თემაზე მუშაობის დროს, შევიმუშავე შეფასების სქემა რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის სწორად წარმართვას . გავაანალიზე დიფერენცირებული სწავლების სხვადასხვა მიდგომები , რაც კიდევ ერთხელ დამაფიქრებს მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინების აუცილებლობაზე . გავეცანი  გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას , რომლის გათვალისწინებითაც შესაძლებელია მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა სხვადასხვა აქტივობებით .

No comments:

Post a Comment