Tuesday, July 14, 2015

მეცხრე დღის რეფლექსია
კურსის მეშვეობით მიღებული ახალი ცოდნიდან სწავლის პროცესზე დიდ გავლენას იქონიებს პროექტზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის გამოყენება, რადგანაც ეს მეთოდი პირდაპირ მოსწავლეებს განუვითარებს ოცდამეერთე საუკუნის უნარ-ჩვევებს , რაც დაეხმარებათ საკუთარი ცოდნის რეალიზებაში და თვითმოტივაციის ამაღლებაში.
განვიხილეთ პრეზენტაციის სახეობები , წარმოვადგინეთ ჩვენი პრეზენტაციები და მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები , რაც დაგვეხმარა საკუთარი თავი წარმოგვედგინა მოსწავლის როლში .
პროექტზე დაფუძნებული სწავლების მეთოდისა  და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ხელს შეუწყობს მასწავლებელს საინტერესო, ხარისხიანი გაკვეთილის წარმართვაში, რაც კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის  უკეთ წარმართვას .

Sunday, July 12, 2015

მერევე დღის რეფლექსია
ინტერნეტ სივრცეში მასწავლებლებს უამრავი რესურსის მოპოვება შეუძლიათ სწავლების პროცესის გაუმჯობესებისა და პროფესიული განვითარებისთვის, ტექნოლოგიების მოსაპოვებლად, პოტენციური გრანტებისა და საგანმანათლებლო ელექტრონული პროგრამების ჩათვლით . მოცემული აქტივობის ფარგლებში , ინტერნეტსივრცეში მოძებნით ისეთ ვებგვერდებს , რომლებიც მასწავლებლებს გრანტებსა და ელექტრონულ საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს .
საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესის ეფექტურად წარმართვაში , აღნიშნული მეთოდი დაეხმარება მოსწავლეებს განავითარონ ოცდამეერთე საუკუნის უნარ ჩვევები, განუვითარდეთ თვითმოტივაციის უნარი და შეძლონ დამოუკიდებლად , გააზრებულად გამოიყენონ საინტერესო ვებგვერდები  სასწავლო პროცესში .

Saturday, July 11, 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია
მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით. მოვამზადე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, გავაანალიზე თუ რა სიძნელეებს შეიძლება  წააწყდეს მოსწავლე თემაზე მუშაობის დროს, შევიმუშავე შეფასების სქემა რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის სწორად წარმართვას . გავაანალიზე დიფერენცირებული სწავლების სხვადასხვა მიდგომები , რაც კიდევ ერთხელ დამაფიქრებს მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინების აუცილებლობაზე . გავეცანი  გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას , რომლის გათვალისწინებითაც შესაძლებელია მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა სხვადასხვა აქტივობებით .

Friday, July 10, 2015

მეექვსე დღის რეფლექსია
იმისათვის რომ სწორად განვსაზღვროთ მოსწავლის შესაძლებლობები, საჭიროა ზოგჯერ მასწავლებელი იყოს მოსწავლის როლში. დღევანდელ დღეს ვიმსჯელეთ და შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, რომელიც დაგვეხმარება კრიტერიუმების ზუსტად განსაზღვრაში . მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი გამოვაქვეყნეთ ბლოგზე .

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

Sunday, July 5, 2015

მეხუთე დღის რეფლექსია
გავეცანით ეფექტური პრეზენტაციის ნიმუშს , განვიხილეთ საავტორო უფლებები, ავტვირთეთ თემასთან დაკავშირებული ვიდეო მასალა ბლოგზე და მოვამზადეთ პრეზენტაცია .

The NEW 7 Wonders of the World

პროექტის პრეზენტაცია

Saturday, July 4, 2015

მეოთხე დღის რეფლექსია
ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების , მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ან განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით ...
სტანდარტის გათვალისწინებით და საგაკვეთილო პროცესის  სწორედ დაგეგმვით შესაძლებელია მიზნის მიღწევა,კერძოდ საინტერესო საგაკვეთილო პროცესის წარმართვა, ყოველივე ეს  კი , დამეხმარება მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებაში , რაც განაპირობებს მათ ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში, ხოლო სწორედ შერჩეული შეფასების ფორმები ხელს შეუწყობს მათ თვით მოტივაციის ამაღლებაში .

Sunday, June 28, 2015

მესამე დღის რეფლექსია
ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების და მიმართულებების მიმცემი საკვანძო კითხვების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით...ჩემი აზრით მიმართულების მიმცემი კითხვები დამეხმარება საგაკვეთილო პროცეში მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებაში და საინტერესო გაკვეთილის ჩატარებაში.

Saturday, June 27, 2015

მეორე დღის რეფლექსია
განვიხილე ეროვნული სასწავლო გეგმა, შევარჩიე  ჩემი პროექტის შესაბამისი მიმართულებები და შევქმენი ბლოგი .
პირველი დღის რეფლექსია
ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში. დაგეგმვის პროცესში განუვითარო ისეთი უნარ _ჩვევები როგორიცაა პრობლემის კომპლექსური მოგვარება, გადაწყვეტილების გონივრული მიღება ,თვითმართვა და ეფექტური კომუნიკაცია .